სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე აღარ იქნება

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე აღარ იქნება.
როგორც კობახიძემ განცხადა, მას პარლამენტში მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა აქვს, როგორც ვიცე-სპიკერს, ასევე გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატს, რაც მისგან ძალიან ბევრ დროს მოითხოვს.
"შესაბამისად, პარტიის ხელმძღვანელობა და მართვა თავის მხრივ ასევე დიდ დროს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, მე ამ თანამდებობაზე ნამდვილად არ დავრჩები", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პარტია გეგმავს საწესდებო ცვლილებებს, რომელიც დღეს ან ხვალ უკვე დასრულდება და შესაძლოა, თავმჯდომარის ნაცვლად, პარტიას გენერალური მდივანი ჰყავდეს.
კობახიძის განცხადებით, საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100