სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2012 წლის საუკეთესო ფილმი ბინ ლადენს ეძღვნება

ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ გადაღებული ფილმი 2012 წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. რეჟისორ კეტრინ ბიგელოუს ნამუშევარი „Zero Dark Thirty“ საუკეთესო ფილმად აშშ-ს ეროვნული კინოკრიტიკოსების საბჭომ დაასახელა.

ფილმი რეალურ მოვლენებზე დაყრდნობითაა გადაღებული და ალქაიდას ლიდერის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებულ სპეცოპერაციას ასახავს.

2012 წლის საუკეთესო სურათად აღიარებულ ფილმი ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა, ამერიკელი მაყურებელი მას 19 დეკემბერს იხილავს, რის შემდეგაც „Zero Dark Thirty“-ის პრემიერები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გაიმართება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100