სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელისო ბოლქვაძე, უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე, ბერას სიმღერას უსმენდა (ვიდეო)

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, პარტიის ოფისთან, უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე ბერა ივანიშვილის სიმღერას, მანქანაში, დემონსტრაციულად უსმენდა.

კადრებს "მთავარი არხი" ავრცელებს.

"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად, ოფისის მიმდებარედ საქართველოსთვის" და „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი „ტვ პირველის" ეთერში გასული ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო საუბრის აუდიო-ჩანაწერის შინაარსს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სწორედ შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100