აშშ-ს საელჩო: ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას
ამერიკის საელჩო საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
კომენტარი