საქართველოს ბანკის დაფინანსებით კასპში პირველი სოციალური საწარმო შეიქმნა
თბილისი, 14 სექტემბერი, 2017 - საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ განაცხადა, კასპში პირველი სოციალური - წნელისგან ავეჯის და სხვადასხვა ინვენტარის დამამზადებელი საწარმოს შექმნის შესახებ. 2016 წელს საქართველოს ბანკის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, კასპის შშმ პირთა კავშირის პროექტმა 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. აღნიშნული დაფინანსებით გარემონტდა, შშმ პირებისთვის ადაპტირდა, ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა, სოციალური საწარმო. აღსანიშნავია, რომ 3 თვის განმავლობაში 7-ი შშმ პირი პრაქტიკული აქტივობების საფუძველზე დაეუფლა წნელზე მუშაობის ხელობას, როგორიც არის: წნელის გამოხარშვა, გაფცქვნა, დამუშავება და მისგან კალათების, ჭაღების, თასების, ავეჯის და ა.შ ნაკეთობების დამზადება. ბენეფიციარებმა, მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, დასაქმდნენ აღნიშნულ სოციალურ საწარმოში და გაუჩნდათ საკუთარი შემოსავლის წყარო. მათ ასევე შესაძლებლობა გაუჩნდათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა პროცესებში, სოციალური საწარმოს სახით უკვე არის სწორედ მათთვის განკუთვნილი ადაპტირებული შეკრების ადგილი - სოციალიზაციის და საქმიანობის სივრცე.
სოციალური საწარმოს შემოსავალი კასპის შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალურ მიზნებს მოხმარდება, ეტაპობრივად მოხდება საწარმოს გაფართოება და შშმ პირების დასაქმების ზრდა.
საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტით თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.
კომენტარი