სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბალყარელებმა კონსტიტუციის ახალი პროექტი შეიმუშავეს

ბალყარელი ხალხის უხუცესთა საბჭომ ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის პარლამენტს განსახილველად გადასცა მათ მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას ყაბარდოელებისა და ბალყარელების ახალი ფედერაციული სახელმწიფო წარმონაქმნი.

შეთავაზებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურად თითო ვადის გასვლის შემდეგ ერთმანეთს უნდა ცვლიდნენ ბალყარელი და ყაბარდოელი ხელმძღვანელები, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში ორივე ეთნოსი წარმოდგენილი უნდა იყოს თანაბარი რაოდენობით.

ასეთი პირობით დათანხმდნენ ბალყარელები 1922 წელს ყაბარდოელებთან ერთ რესპუბლიკაში გაერთიანებას, მაგრამ დადებული პირობა შემდგომში დაირღვა. ბალყარელი ხალხის უხუცესთა საბჭოს ეეჭვება, რომ ეს პროექტი მიღებული იქნება, მაგრამ ეს გაკეთდა ფორმალური ვალის მოხდის მიზნით, რადგან უარის ოფიციალურად მიღების შემდეგ ბალყარელები აპირებენ დასვან საკითხი თვითგამორკვევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 31 მაისს ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა დადგენილება ბალყარელი ხალხის უხუცესთა საბჭოს გაუქმების შესახებ, რადგან იგი ცნო ექსტრემისტულ ორგანიზაციად.

უხუცესთა საბჭომ გაასაჩივრა განაჩენი რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა მომჩივანი მხარის სარჩელი და გააუქმა ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100