სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრედ პიტის პირველი კომენტარი განქორწინებასთან დაკავშირებით

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორინება გუშინდელი დღიდან მოყოლებული მთელი მსოფლიოს განხილვის საგანი გახდა.

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და პოპულარული წყვილი ოჯახში არსებული უთანხმოების მოგვარების ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ მაინც შორდებიან. როგორც მედიისთვის ცნობილი გახდა ჯოლიმ განქორწინებაზე განცხადება უკვე შეიტანა შესაბამის უწყებაში.

აღნიშნულთან დაკავსირებით ბრედ პიტმა პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

„ამის შესახებ მეც გუშინ გავიგე. ძალიან დამწუხრებული ვარ იმის გამო რა ხდება. მაგრამ ერთადერთი რაც ახლა მადარდებს ეს არის ჩვენი შვილების კეთილდღეობა. ზრდილობიანად ვთხოვ პრესას, რომ ბავშვები დაიცვან გადამეტებული ყურადღებისგან, მათ ისედაც რთული პერიოდი აქვთ“ - განაცხადა ბრედ პიტმა ჟურნალ ფიფლთან საუბრისას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრედის მეგობრებისგან გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ პიტი ჯოლიზე ძალიან გაბრაზებულია, რადგან ანჯელინამ საზოგადოების თვალში ისე გამოიყვანა თითქოს ყველაფერი ქმრის ბრალია და უფრო მეტიც, ლამაზმანი ქმარს ბავშვებისა და ოჯახის მიმართ ცუდ დამოკიდებულებაშიც სდებს ბრალს.

ცნობისთვის ვარსკვლავური წყვილის შესაძლო დაშორების შესახებ ხმები უკვე ერთი წელია დადის, თუმცა ცოტა ხნის წინ ბრედმა ჟურნალისტებს განუცახადა, რომ ცოლთან დაშორებას აღარ აპირებდა, მაგრამ როგორც სჩანს ანჯელინა იგივე აზრზე არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100