სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე: „ჩაო, ქალბატონო ნინო!“(ვიდეო)

სწორედ სათაურში გამოტანილი ფრაზით და ზედდართული ღიმილით დაემშვიდობა ჟურნალისტი დავით პაიჭაძე პირველი არხის პირდაპირ ეთერში ნინო ბურჯანაძეს.

მანამდე იყო დიალოგი, რომელმაც ლამის წყობილებიდან გამოიყვანა ბურჯანაძე. ქალბატონი ნინოს გაღიზიანებას ჟურნალისტის შეკითხვები იწვევდა:

ბურჯანაძის მიერ ნეობოლშევიზმის ხსენებაზე: „ქალბატონო ნინო, საქართველოში რომ ნეობოლშევიზმი ყოფილიყო, არ ფიქრობთ, რომ პირველი თქვენი ოჯახი განკულაკდებოდა?“

ბურჯანაძის მიერ მარგინალიზაციის მცდელობაზე პოლიციის მხრიდან: „თქვენ ფიქრობთ, რომ ამ აქციას მარგინალიზაციისთვის პოლიციის დახმარება სჭირდება?“

ბურჯანაძის მიერ 2003 წლის ხშირად ხსენებაზე, როცა მსგავსი ფაქტები(ხელკეტებით სიარული და ინციდენტები) ხშირად ხდებოდა: „რაზე ვსაუბრობთ, ატყობთ? არაფერი ხვალინდელზე და ყველაფერი 2007 და 2003 წლებზე. ქალბატონო ნინო, თქვენთვის დრო გაჩერებულია?“

დავით პაიჭაძემ კარგა ხანს ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რას აპირებდა ხვალ ნინო ბურჯანაძე და „სახალხო კრება“, რამაც ასეთი დამატებითი კითხვა გაუჩინა: „თქვენ მოხვედით პუნქტ „ა“–დან პუნქტ „ბ“–ში, ხვალ კი ისევ უბრუნდებით პუნქტ „ა“–ს. ეს გადაადგილება რაში გარგიათ?“

ყველაზე ადეკვატურ, ქვეტექსტისა და ირონიის თანაბრად შემცველ კითხვად კი პირველი კითხვა შეიძლება ჩაითვალოს: „ქალბატონო ნინო, ის ხალხი, ვინც ახლა ტელევიზიის წინაა, მთლიანად მიგყავთ თუ აქ ტოვებთ ვინმეს?“

საუბრის დასასრულს, მეორე ბლოკის დაანონსების შემდეგ დავით პაიჭაძემ იკითხა: „შეიძლება, დაგემშვიდობოთ?“– და ნინო ბურჯანაძეს გაუღიმა.

„დიახ“, – უპასუხა ბურჯანაძემ და გაუღიმა.

„ჩაო, ქალბატონო ნინო!“ – დაასრულა დავით პაიჭაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100