სად და რატომ გაემგზავრნენ სააკაშვილი და უგულავა?
საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის ევროკომისიის თავმჯდომარეს - ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდებიან.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში გამგზავრებამდე, აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და ვილნიუსის სამიტის წინ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები, მნიშვნელოვან, კონკრეტულ და ამავე დროს სიმბოლურ აქტად მიაჩნია.
"მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ბოლო ორ არჩევნებზე - მტკივნეული იქნებოდა, ჩვენ გვქონოდა შანსი, რამე სწორად გაგვეკეთებინა, არასწორი გზით წავსულიყავით და მაინც წაგვეგო არჩევნები. როდესაც აგებ არჩევნებს მას შემდეგ, რაც სწორი რაღაცეები გააკეთე, მაინც არის დიდი კმაყოფილების გრძნობა და ეს არის შემდგომი გამარჯვებების საწინდარი. ეს უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ნერვიულობს დღეს შექმნილ სიტუაციაზე - არ გაიტეხოთ გული, არ ჩამოუშვათ ხელები, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, ამაში დარწმუნებული ვარ, ოღონდ ხელის განძრევა ყოველთვის საჭიროა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს გაემგზავრნენ.
კომენტარი