სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოვთოვ - წერილები პეტერბურგიდან...

ვფიქრობ როგორ მინდა შენ რომ კარგად იყო,
ზამთარს აქ აკლია საათნახევარი,
გიჟმა სიყვარულმა ცოტა გადაიღო,
იქნებ არ გამიხდეს ღამე სათევარი.

მიკრობს ფანჯარაზე სუსხით უშენობა,
მთვრალმა ნოემბერმა ვალი მოიხადა,
გრძნობამ აიჩემა მუნჯი უენობა,
შენი ნაზი სუნთქვა აქაც მომიქარდა.

სძინავთ ჩემს მეგობრებს, უკვე რა ხანია,
შენთან მარტო დავრჩი, ღამით საქალაქოდ,
მკერდზე სინატიფე ისე გახალია,
მინდა ერთი კოცნა უხმოდ დაგალაქო.

შენ ხომ თოვლი გინდა, მე კი შენი ყოფნა,
ღამით თოვლს უხდება თხელი ვარდისფერი,
გული საამინდოდ ისე აიფოფრა,
შენთან ჩამოვთოვდი, ბევრი არაფერი.

ფეხში ტკივილია, მიშლის სიარულში,
იცი მაინც მოვთოვ და ნუ გაოცდები,
ერთი რამე არის თავხედ სიყვარულში,
თითქოს მშვიდი ხარ და უცებ ქაოსდები.

გარეთ სითეთრეა, რაღაც გამოტოვე,
შენი ხალიჩაა მთელი ჩემი ზურგი,
მონატრებისაგან უკვე ჩამოვთოვე,
მაგრამ უშენოა ღამის პეტერბურგი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100