
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა 24 საათში - ასეთია covid 19-ის მაჩვენებელი საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, ქვეყანაში 638 ინფიცირებულია აღრიცხული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ეს მაჩვენებელი ბოლო 24 საათში 8-ით გაიზარდა და 317 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 444 პირი. ინფორმაციისთვის, ადამიანიდან გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კომენტარი