
ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს
ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს. მოკლილია ორი პოლიციელი. შემთხვევა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ერთმანეთი დახოცეს.
ორმაგ მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა.
პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძე, კერძოდ კი ძმიშვილის ქმარი, გვარად მანდარიაა.
ხოლო მეორე მოკლული ლენტეხიდანაა.
ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.
"მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს", - აცხადებენ უწყებაში.
კომენტარი