
დიმიტრი შაშკინმა სკოლის საუკეთესო ვებ-გვერდის ავტორი დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლის საუკეთესო ვებ-გვერდის ავტორი დააჯილდოვა.
ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ედიბერიძეს საკუთარი სკოლის საუკეთესო ვებ-გვერდის შექმნისთვის მინისტრმა პორტატული კომპიუტერი გადასცა.
ედიბერიძემ სკოლა წელს დაამთავრა, საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სწავლის გაგრძელებას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს.
საინტერესო ვებ-გვერდების გამოვლენა მომავალშიც გაგრძელდება და მათ შორის საუკეთესოს ავტორი ასევე დასაჩუქრდება.
შეგახსენებთ, რომ სკოლისთვის ვებ-გვერდების შექმნის ინიციატივით მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიმართა და განმარტა, რომ განსაკუთრებულად გამორჩეული ავტორები სამინისტროს მხრიდან დასაჩუქრდებოდნენ.
კომენტარი