
ვენესუელის პრეზიდენტს აღარ დაკრძალავენ
ვენესუელის პრეზიდენტს აღარ დაკრძალავენ. უგო ჩავესს ბალზამირებას გაუკეთებენ და კარაკასის სამხედრო მუზეუმში დაასვენებენ. განცხადება ამის შესახებ ვენესუელის მოქმედმა ლიდერმა ნიკოლას მარუდომ გააკეთა.
გარდა ამისა, 7 დღით გახანგრძლივდა გლოვა. მარუდომ ჩავესი მსოფლიოს იმ რევოლუციონერ ლიდერებს შეადარა, რომელთა ცხედრებიც მავზოლეუმებშია. ასეთ ლიდერებად მან ლენინი და მაო ძე დუნი დაასახელა.
სამგლოვიარო პროცესია პარასკევს გაიმართება. მასში მონაწილეობას, სავარაუდოდ, 30-მდე სახელმწიფოს ლიდერები მიიღებენ.
კომენტარი