
საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 092 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 775 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 355 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 103, გარდაიცვალა 5 083 პაციენტი.
კომენტარი