
კვირიკაშვილმა ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნესინკუბატორი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნესინკუბატორი დაათვალიერა.
ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკი 2006 წელს შეიქმნა და დღემდე, 25 ათასზე მეტი კომპანია ჰყავს დარეგისტრირებული. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი ტექნოლოგიების პარკში განუცხადეს, 2006 წლიდან დღემდე, 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, ხოლო ექსპორტი, 2006 წლიდან დღემდე 32-ჯერ გაიზარდა და 705,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
კომენტარი