
სერბეთს პატრიარქი აღარ ჰყავს - რინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი, პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პატივი მქონდა რომ შენთან ურთიერთობა მქონოდა. შენნაირი ადამიანები არასოდეს მიდიან“ - განაცხადა ვუჩიჩმა თავის ინსტაგრამ გვერდზე.
90 წლის სასულიერო პირს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა ორგანიზმმა ვერ გაუძლო ინფექციის მიმდინარეობას და გარდაიცვალა.
კომენტარი