
"ოჯახის 5 ადამიანი დაიღუპა, ახლა ეს ტრაგედია. მანამდე კიდევ ასეულობით დაღუპული ...ქუთაისი-ბაღდათის გზა არის სასაკლაო"
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი, ბაღდათი-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"რამდენიმე კვირის წინ ერთი ოჯახის 5 ადამიანი დაიღუპა, ახლა ეს ტრაგედია. მანამდე კიდევ ასეულობით დაღუპული ბაღდათში. ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ ქუთაისი-ბაღდათის გზა არის არათუ შავი წერტილი, არამედ სასაკლაო და გასატარებელია უსაფრთხოების ღონისძიებები. ნახეთ საიმედოს სასაფლაო, სავსეა ამ გზაზე დაღუპული ახალგაზრდებით," - წერს დავით მესხიშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, დღეს, ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარი