
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის საგანგებო განცხადება
"გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის თქმით , უნდა ყოფილიყო საუკეთესო.
მან თავისი გადაწყვეტილებით, რუსთავი2 დახურა. ის, რომ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს, ახლოს ვართ მაუწყებლობის შეწყვეტასთან," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გააკეთა.
გვარამიამ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას გადაკეტილი აქვს ყველა ფინანსური არხი.
კომენტარი