
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 365 ადამიანს დაუდასტურდა, 539 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 365 ადამიანს დაუდასტურდა, 539 კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17 188, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9866, PCR ტესტით - 7 322.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 260 266, გარდაიცვალა 3 399 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 869. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 248 მოქალაქე.
კომენტარი