
კახეთში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ორი კაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი 53 წლის პაცინეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო. პაციენტი ლაგოდეხის კოვიდ მიმღებ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.
მეორე გარდაცვლილი კი ლაგოდეხიდან იყო - პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ორივე მათგანი კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
კომენტარი