
ავარია ქარელთან - დაშავებულია სამი ადამიანიდან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ქარელთან ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ექიმების თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი