
7 ნოემბერიდან საქართველოში ნალექია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
6–12 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში. პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს:
6 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. 7 – 8 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
9 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში 7 – 9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.
კომენტარი