
ხარატიშვილი: დათვლილია ხმების 3 პროცენტი: "ქართული ოცნება" - 51, ნაციონალური მოძრაობა - 43
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი: "200-მდე უბანი გვაქვს დათვლილი მოცემული მომენტისთვის. "ქართული ოცნება" - 51 პროცენტი, ნაციონალური მოძრაობა - 43,85 პროცენტი.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მხოლოდ ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტია. ამ დროისათვის ხმების დათვლა მიმდინარეობს და წინასწარი შედეგები ძალიან სწრაფად გავრცელდება".
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ცესკოს სრულად არ მიუღია შედეგები რეგიონებიდან.
კომენტარი