
თამარაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა
თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი - მაშველებმა შემთხვევის ადგილზე ცხედარი იპოვეს. მისი ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. საცხოვრებელ კორპუსში, ამ დროისთვის, ხანძრის გავრცელების რისკი აღარ არსებობს.
კომენტარი