
საქართველოს 3 საუკეთესო „მჯღაბნელის“ ვინაობა ცნობილია
ძველი საბაგიროს შენობაში Red Bull Doodle Art –„ჯღაბნის ხელოვნების” კონკურსის შედეგად შერჩეული 100 საუკეთესო ნაჯღაბნის გამოფენა გაიმართა.
ფინალის დღეს კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 საუკეთესო მჯღაბნელი გამოავლინა, რომლებიც „ბანკ კონსტანტას“ ინოვაციური პროდუქტის, INBOX-ის პრიზებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებული სტუდენტები გახდნენ: 1 ადგილი - შორენა ჟღენტი, 2 ადგილი - სუხი ზვიადაური, 3 ადგილი - დეა გიგაური
Red Bull Doodle Art – რედ ბულის საერთაშორისო კონკურსია ჯღაბნის ხელოვნებაში (Doodle Art), რომელიც 2007 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშრაბით ტარდება სტუდენტებს შორის. საქართველოში Red Bull Doodle Art პირველად 2010 წელს ჩატარდა და მასში 5000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. წელს პროექტმა ბევრად მასშტაბური სახე შეიძინა.


კომენტარი