
სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა - ელისო კილაძე
გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე თავდასხმისთვის მოძრაობა "ალეტრნატივას" წევრის დაკავების ფაქტს ეხმაურება:
"შედარებისთვის მოგიყვანთ მაგალითს - ირაკლი ჩავლეიშვილის თავზე ნაგვის დამყრელი მეორე დღეს დააკავეს, ვაჟა ნოზაძე სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, წელიწადზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურამ არც დაზარალებულად მცნო და არც დამნაშავეა დაკავებული, განსხვავებას ხედავთ?!
ჩავლეიშვილი მათიანია, მე - არა და იმიტომ !
რეჟიმს იცავთ ჩავლეიშვილის ქომაგები !
ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
კომენტარი