
ციხისძირთან მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალის ციხისძირის მონაკვეთზე დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
"მერსედესის" მარკის ავტომანქანამ წონასწორობა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მანდარინების პლანტაციაში გადავარდა.
წინასწარი ვარაუდით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.
დაზარალებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარი