
გაიცანით ეს მსოფლიოში პირველი მფრინავი ავტომობილია (ვიდეო)
აშშ-ში პირველი უნიკალური, მფრინავი ავტომობილის ღია ტესტირება დაიწყო. კომპანია Chas-ის მიერ წარმოებულმა ავტომანქანამ სახელწოდებით Transition ჰაერში თითქმის 20 წუთი დაჰყო.
Transition-ის გაყიდვაში გამოშვება 2015 წლის დასაწყისში იგეგება მისი ფასი 300 ათასი ამერიკული დოლარი იქნება. მფრინავი ავტომობილის მძღოლს მართვის მოწმობასთან ერთად უჩვეულო მფრინავი აპარატების მართვის უნარის დამადასტურებელი დოკუმენტიც დასჭირდება. Transition-ის მაქსიმალური სიჩქარე ხმელეთზე 112 კმ/სთ გახლავთ ჰაერში კი 185 კმ/სთ. რაც შეეხება მის უსაფრთხოებას, Transition აღჭურვილია არამხოლოდ უსაფრთხოების ბალიშებით არამედ პარაშუტითაც.
აღსანიშნავია, რომ Transition უნიკალური ავტომობილი გახლავთ და ჯერჯერობით მისი ანალოგი არ არსებობს.
კომენტარი