სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2008 წლის ომის შესახებ ტალიავინის დასკვნა ქართულ ენაზე ითარგმნება

ტალიავინის კომისიის დასკვნა ქართულ ენაზე ოფიციალურად ითარგმნება. მას შემდეგ, რაც დასრულდება თარგამნზე მუშაობა, ტექსტის კორექტირება და შესაბამისობაში მოვა ორიგინალთან, ტექსტი გამოქვეყნდება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.
აგვისტოს ომის დაწყების გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც 1000-ზე მეტი გვერდისგან შედგება, 2009 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. დასკვნა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დაიწერა.
კომისიის დასკვნის არაოფიციალური თარგმანი სხვადასხვა ქართულმა მედიასაშუალებამ და ორგანიზაციამ გააკეთა, თუმცა აქამდე ოფიციალური თარგმანი არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ოფიციალურად არც რუსულ ენაზე არის ნათარგმნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100