
კახეთში პოლიციამ ცენტრალური გზის ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გახსნა
კახეთში პოლიციამ ცენტრალური გზის ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გახსნა. სწორედ ამ დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 3 მონაწილე დააკავეს.
დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედავებიან.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ამ დრომდე უცვლელია, ისინი კვლავ გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმყოფებიან.
მევენახეები არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები, თბილისში პარლამენტის შენობასთან გაგრძელდეს.
კომენტარი