
დაპირისპირება ხობში - 4-მა ახალგაზრდამ სამ პოლიციელს სცემა
ხობში ოთხი ახალგაზრდა სამ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა გუშინ 25 ივლისს, ხობის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციელებმა 4 ახალგაზრდას მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, რამაც ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსიც. მომხდარზე სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს - ნ.წ. დ.ყ. კ.კ. არსებული ინფორმაციით, ისინი მოჭიდავეები არიან. შემთხვევის დროს ბრალდებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათგან ორი ადმინისტრაციული, ორი კი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით არის დაკავებული.
კომენტარი