
ავტოსაგზაო მუშტი-კრივი ოჯახურ წყვილებს შორის: ქალები ცალკე, კაცები ცალკე... (ვიდეო)
როგორც ჩანს, ევროპის ბევრ ქვეყანაში თანდათან პოპულარული ხდება ე.წ. საოჯახო მუშტი-კრივი, რომელსაც ერთმანეთში, როგორც წესი, საოჯახო წყვილები აწყობენ.
ვიდეოზე ერთი ასეთი მაგალითია აღწერილი - გაუგებარია, რა არ მოეწონათ ერთმანეთისა ორ წყვილს, მაგრამ ისინი თავიანთი მანქანებიდან გადმოვიდნენ და ერთმანეთს ავტობანზევე „წააყარეს“. ქალები ცალკე არკვევდნენ ურთიერთობას და ერთმანეთი თმებით დაითრიეს, კაცები კი ცალკე უხათქუნებდნენ ერთმანეთს, თუმცა, ერთ-ერთმა ყარაჩოღელმა მაინც მოასწრო, ბანოვანისთვის წიხლი ეთავაზებინა.
კომენტარი