
GEM Fest-იდან საავადმყოფოში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს
GEM Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 5-იდან 2 ახალგაზრდას დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მათი მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და ისინი გაწერეს. 3-ს კი, სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა.
ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება გოგო, რომელიც საავადმყოფოში გუშინ გამთენიისას მოათავსეს, ასევე დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით. გოგონას დღეს გაწერენ.
22 წლის გოგო 4 აგვისტოს გარდაიცვალა. Gem Fest-ის ორგანიზატორებმა და "თეთრმა ხმაურმა" განცხადებები გაავრცელეს. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა.
კომენტარი