
გადადგეს ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე - შაბათს პარლამენტთან აქცია გაიმართება
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე - 24 საათიანი გაჩერებული მაუწყებლობის შემდეგ, მედიის პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება. ოთხმა ტელეკომპანიამ "მთავარმა", "ფორმულამ", "ტვ-პირველმა" და "კავკასიამ" მაუწყებლობა დღეიდან განაახლეს, თუმცა ჟურნალისტები ამჯერად თავის სათქმელს ისევ ქუჩიდან იტყვიან. 5 ივლისს ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან სასტიკად ნაცემი, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მედიის წარმომადგენლები, შაბათს 18:00 საათზე მასშტაბური აქციით გააპროტესტებენ. სამოქმედო გეგმაზეც სწორედ 17 ივლისს გახდება ცნობილი. გარდა შაბათის აქცისაა მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობებსაც გეგმავენ
კომენტარი