სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროკომისიის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს შერჩევითი სამართლის გამო უსაყვედურა

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრის პირველი ევროპული ვიზიტი საქართველოს ლიდერთა წარუმატებელ ვიზიტებს შორის პირველი ადგილის ფლობის უალტერნატივო კანდიდატია: პირველივე შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს სწორედ იმის გამო უსაყვედურეს, რაშიც წინამორბედ ხელისუფლებას მთელი მონდომებით ადანაშაულებდა:

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია უმცირესობების პატივისცემა. დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნები, ამ თვალსაზრისით, შერჩევითი სამართლის სიტუაციები თავიდან უნდა იქნას აცილებული, ვინაიდან მათ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის იმიჯს საზღვარგარეთ და კანონის უზენაესობა შეასუსტოს. მე ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან დავაყენე და მან კონკრეტულად მიპასუხა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100