
ბაგებში სამგზავრო მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა
ბაგებში სამგზავრო მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრია დაშავებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარი