სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილი კეიტ, ამჟამად კი კეტრინ მიდლტონი პრინცესას ამპლუაში პირველ დაბადების დღეს აღნიშნავს

წარსულში კეიტ, ამჟამად კი კეტრინ ტერნერი - კემბრიჯის ჰერცოგინია ახალ ამპლუაში თავის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავს - კეტრინს 30 წელი უსრულდება. მონარქიის თაყვანისმცემლები ვერ იხილავენ საზეიმო ღონისძიებებს ამ მოვლენის შესახებ: ბუკინგემის სასახლემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ზეიმი „მცირე მასშტაბისა და დახურული“ იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, საზოგადოება იხილავს პაპარაცთა მიერ გადაღებულ ფოტოებს, თუკი ისინი შეძლებემ დაბადების დღეზე დაპატიჟებული ცნობილი ადამიანების ფირზე აღბეჭდვას. სტუმრების სიას დისთვის პიპა მიდლტონი ამზადებს. ამასთან, „დეილი მეილი“ იტყობინება, რომ ზეიმი ლონდონში 80-იანი წლების სტილში ჩატარდება - კარაოკესა და კოსტუმების თანხლებით. გამოცემის ცნობით, ღონისძიების ორგანიზებაში პრინც უილიამის ძმა - ჰარი მონაწილეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100