
ჯეიმს ფრანკო ჟურნალისტის ამპლუაში...
ჰოლივუდის ვარსკვლავი, ნიჭიერი და სიმპატიური მსახიობი, ჯეიმს ფრანკო Playboy-სთვის სტატიებს მოამზადებს.
ფრანკოს რამდენიმე პროფესია აქვს. იგი საკმაოდ წარმატებული მსახიობი, პროდუსერი, რეჟისორი და პოეტი გახლავთ. ამ ყოველივეს კი ჟურნალისტიკაც დაემატება. ფრანკოს საკუთარ გვერდს გამოუყოფენს ამერიკულ Playboy-ში.
ფრანკოს პირველი სტატია მიმდინარე თვის ნომერში გამოქვეყნდება. როგორც ცნობილია, ჯეიმსმა ერთ-ერთ ვარსკვლავთან ჩაწერა ინტერვიო, სამწუხაროდ რესპონდენტის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჯეიმსი რამდენიმე წელია ერთ-ერთი ბლოგისთვის ამზადებს სტატიებს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ მან ჩენინგ ტატუმის ახალი ფილმის მიმოხილვაც წარმოადგინა.
კომენტარი