სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მოემზადე“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი სეზონური კამპანია

„მოემზადე“ – წინ ბევრი საინტერესო გზა გელოდება. მოემზადე მოგზაურობისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, წვიმისთვის, ქარისთვის, მზიანი ამინდებისთვის... ყოველი დიდი მოვლენის წინ ადამიანები განსაკუთრებით ემზადებიან და ყველა საჭირო პროცესს შესაბამისად აორგანიზებენ. სეზონის ცვლილებაც ზუსტად ის მოვლენაა, როდესაც საჭიროა ავტომობილის წინასწარ მომზადება გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, მოემზადე და მოამზადე შენი ავტომობილიც, რომ გზებზე საიმედო მეგზურობა გაგიწიოს. „თეგეტა მოტორსი“ კი ამ გზაზე შენი უსაფრთხოების თანამგზავრი იქნება.

„მოემზადე“ - სწორედ ამ გზავნილით იწყებს „თეგეტა მოტორსი“ ახალ კამპანიას და მომხმარებელს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სეზონურ ცვლილებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

ხშირად მძღოლები ავტომობილის შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებენ, არადა ცხელ დღეებში უსაფრთხოდ და კომფორტულად გადასაადგილებლად ავტომობილის შესაბამისად მომზადება აუცილებელია. „თეგეტა მოტორსისთვის“, ერთი მხრივ, საქმიანობიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი, მისი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. კომპანია უკვე წლებია, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთ კამპანიას აწარმოებს და სერვისებისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობას ზრდის.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსისთვის“, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლამდე სხვადასხვა გზით მივიტანოთ გზავნილი, რომ ავტომობილის მოვლა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია. „მოემზადე“ – ამ გზავნილის მიზანიც სწორედ ისაა, მომხმარებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ტემპერატურის ცვლილებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. განსაკუთრებით კი ზაფხულის მოახლოებისას, როცა გზებზე მობილობა იზრდება და ჩვენც დიდი მოგზაურობის დაგეგმვას ვიწყებთ. იმისთვის, რომ უსიამოვნო მოულოდნელობები თავიდან ავიცილოთ, სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება აუცილებელია. პირველი ნაბიჯი კი ავტომობილის შემოწმებაა. პრევენციული სერვისები დაგვეხმარება, პრობლემა საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ და რეაგირებაც დროულად შევძლოთ.

სწორედ იმიტომ, რომ „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებელთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება პრიორიტეტია, ცხელი დღეებისთვის გამორჩეულად მოვემზადეთ - კამპანიის ფარგლებში ყველა საჭირო პრევენციულ სერვისზე განსაკუთრებული შეთავაზება გამოვაცხადეთ. ახლა მომხმარებლის დროა - მოემზადოს სეზონური ცვლილებებისთვის“.

კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შეძლებს 75 ლარად, 125 ლარის ნაცვლად, მიიღოს შემდეგი სერვისები:

· სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის შემოწმება

· საბურავების პროტექტორის სიმაღლისა და წნევის შემოწმება

· აკუმულატორების შემოწმება

· ზეთისა და ფილტრების შემოწმება

· კონდიციონერისა და ვენტილაციის სისტემის შემოწმება

„მოემზადე“ - რადგან კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, „თეგეტა მოტორსმა“ თიზერით დაიწყო. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, კომპანიის სოციალურ ქსელში საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა - როგორ ამზადებს ავტომობილს ახალი სეზონისთვის. მოგვიანებით კი კამპანიაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტომობილის სეზონური მომზადების შესახებ პროფესიული რჩევები პირადად „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსებისგან მიეღოთ, ვიდეოს საშუალებით.

იმისთვის, რომ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად მოგზაურობა, უსაფრთხოსთან ერთად, კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს, კომპანია მუსიკალურ პლატფორმა „ცასთან“ კოლაბორაციასაც გეგმავს. თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლისთვის მოგზაურობისთვის ექსკლუზიური მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნება. იდეა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს, მეორე მხრივ კი, დაეხმაროს ახალბედა ქართველ არტისტებს ცნობადობის ამაღლებაში.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს კამპანიის ფარგლებში კიდევ არაერთ აქტივობასა თუ შეთავაზებას უმზადებს. ცხელი დღეები იწყება და წინ სასიამოვნო თავგადასავალია, თუმცა მანამდე სეზონური ცვლილებებისთვის უნდა მოემზადო!

-----

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100