
რას ურჩევს ჩერგოლეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს
ჟურნალ ტაბულას რედაქტორი და ტაბულას ტელევიზიის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს რჩევას ფეისბუქის მეშვეობით საჯაროდ აძლევს.
“იდევ ერთი რჩევა ირაკლი ღარიბაშვილს:
ბ-ნო ირაკლი, თუ გსურთ სერიოზულად გამოიყურებოდეთ, დაანებეთ თავი ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე დაბრალებას.
წელიწადნახევარია უკვე თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაშია.
ისაუბრეთ პროგრესსზე, რომელსაც თქვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ - თქვენი აზრით, მაგრამ მოუკელით, თანაც მკვეთრად, წინა ხელისუფლებაზე საუბარს.
გისმენთ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსებს მიკითხავენ:
"ლალი, ლალი ჩემო ლალი, რაო ჩემო მანანა, ეს თოჯინა დედაშენმა, ჩემთან გამოგატანა? რასა ბრძანებ ქალბატონო, არ გათხოვებ არასდროს, გინდა ისევ გამიციო, ისევ სურდო დამართო..." (მეტი აღარ მახსოვს).” – წერს ჩერგოლეიშვილი
კომენტარი