
ბათუმში საშინელი ავარია მოხდა - ახალ ბულვარის ტერიტორიაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებული სამი პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
კომენტარი