სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის მითითებით, დაშავებული მუშა ოზურგეთიდან საჩხერეში გადაიყვანეს

სოფელ ნატანებში უბედური შემთხვევა მოხდა. ტელეკომპანია „რეალ.ტვ“-ს ცნობით, სოფელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ძმის ადიკო ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „ატუ“ აწარმოებს, ორი ამწე ერთმანეთს შეეჯეხა, რის შედეგადაც მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია.

აბუთიძე, თავდაპირველად ოზურგეთში, ხოლო შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ბიძინა ივანიშვილის მიერ საჩხერეში დაფინანსებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამის მიუხედავად, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რეგიონში, სადაც შემთხვევა მოხდა, ივანიშვილის მხარდამჭერებმა ხმები გაავრცელეს, რომ ტრამვირებული მუშა ნადირობის დროს დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აბუთიძის გადაყვანა ოზურგეთიდან საჩხერეში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მითითებით მოხდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ტელეკომპანიის ცნობით, შესაძლოა, დაკითხვაზე „ატუს“ მფლობელი, ადიკო ივანიშვილიც დაიბარონ

„ატუს“ გენერალური დირექტორი კარლო ლეკვეიშვილი „ალიასთან“ საუბარში მომხდარ ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, აბუთიძემ საწარმოო ტრამვა ნამდვილად მიიღო და ის ჯერ ოზურგეთში, შემდეგ კი საჩხერეში მართლაც გადაიყვანეს, თუმცა, ვისი მითითებით მოხდა გადაყვანა, ლეკვეიშვილის თქმით, მან არ იცის.

მისივე განცხადებით, მუშას ჯანმრთელობასთან შეუთავსებელი მდგომარეობა არა აქვს. „მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ისე რთულად არ არის, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი პრობლემები ჰქონდეს“, - ამბობს ლეკვეიშვილი.

„ატუს“ გენდირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ კომპანიის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმაა, თუმცა, მფლობელის ვინაობას არ აკონკრეტებს. ფირმის დირექტორის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე ნამდვილად აღძრულია და ეს ბუნებრივია ასეთი შემთხვევის დროს. „დამნაშავე ვინცაა, დაისჯება“, - აცხადებს ლეკვეიშვილი და დასძენს, რომ მოკვლევა დაწყებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100