
აშშ-ში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა
აშშ-ის ქალაქ ჯოპლინში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა.
უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მაისის დასაწყისიდან დღემდე ტორნადომ 151 ადამიანი იმსხვერპლა.
მაისის დასაწყისში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო დღეებში მაშველებმა შენობების ნანგრევების ქვეშ კიდევ რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს; საავადმყოფოშიც ათზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რომლებმაც ტორნადოს დროს სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტორნადოს დროს დაკარგულები უკვე აღარ არსებობენ, ვინაიდან ყველა ცხედარი უკვე ამოცნობილია.
კომენტარი