
მაკა ჩიჩუას ძმას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პირველი ლედის კომენტარი
საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმას მიხელ მგალობლიშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აი ეს კომენტარი გააკეთა მაკა ჩიჩუამ სასამართლოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან:
”ის
იარაღი, რაზეც არის საუბარი, ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია. მამამისი გარდაიცვალა შემთხვევამდე სამი დღით ადრე, იქიდან წამოიღო ეს იარაღი და ვერ მოასწრო გადაფორმება. ეს მისი ბრალი არის”, - განაცხადა ჩიჩუამ.
მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამოაცხადა.
კომენტარი