
გლდანში დედა და მცირეწლოვანი შვილი მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გლდანის მეოთხე მიკრო რაიონში - დედა და მცირეწლოვანი შვილი მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი