სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტუნისში ტაბლოიდი მკერდმოშიშვლებული ქალის ფოტოს გამოქვეყნებისთვის დააჯარიმეს

ტუნისში სასამართლომ ათასი დინარით დააჯარიმა ტაბლიოდი "ალ-ტუნისია" მკერდმოშიშვლებული გოგონას სურათის პუბლიკაციისთვის. ამის შესახებ Reuters იუწყება.

"ალ-ტუნისიაში" თებერვალში გამოქვეყნებული იყო "რეალის" ფეხბურთელის სამი ჰედირის ფოტო, რომელსაც მისი მეგობრის, გერმანელი მოდელის ლენა გერკეს შიშველ მკერდზე ხელი ედო.

ტუნისის პროკურატურამ უღირსი ფოტოს გამოქვეყნების გამო მალევე დააკავა "ალ-ტუნისიას" გამომცემელი ნასრედინ ბენ საიდი და ორი ჟურნალისტი. ჟურნალისტები მალე გაათავისუფლეს, თუმცა ბენ საიდს 8 დღე-ღამის ციხეში გატარება მოუწია, სანამ გირაოთი არ გაათავისუფლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100