მიყვარხარ? არ ვიცი, თუმც შენი დარდი მაქვს...
არ მახსოვს, არ მახსოვს, მიყვარდი როდისმე?
მითქვამს კი, მე შენთვის რაიმე ამგვარი?
მითხარი, მითხარი, მე მაინც მოგისმენ,
მითხარი სიტყვები სურვილით გამთბარი...
ნუ უსმენ, ნუ უსმენ, ნურავის ნუ უსმენ,
დღეს შენი სიკეთე ცოტას თუ ახარებს...
უსმინე სამყაროს, წყაროთა ჩუხჩუხებს,
უსმინე ფრინველებს, ცასა და ვარსკვლავებს...
და, მართლაც, ისინი არასდროს ტყუიან,
უსმინე საკუთარ გულსა და მას ენდე...
ვერ ხედავ, გარშემო სიცრუის ბუმია,
ეს ღამეც ოდესმე ხომ უნდა გათენდეს...
სხვა დროა, სხვა დროა, იმსხვრევა კერპები,
მიყვარხარ? არ ვიცი, თუმც შენი დარდი მაქვს...
მივდივარ, ძვირფასო, მე ვერ შევჩერდები,
და გრძნობაც შენდამი, რაც მქონდა, თან მიმაქვს...
კომენტარი