
ნიკა მელია: დავით ნარმანია იმალება, თუ ის დღეს არ გამოვა, რამდენიმე დღეში მერიის შენობაში ვეღარ შევა
თუ დავით ნარმანია დღეს არ გამოვა, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში მერიის შენობაში ვეღარ შევა, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მერიასთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში აქციის მონაწილეებსა და მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ : ”გადადექი”! ”გამოდით”! ასევე, დედაქალაქის მერს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მერიის წინ მთელი სუს-ი არის მობილიზებული.
კომენტარი