სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ინტერნეტ მომხმარებლები პეტიციაზე ხელის მოწერით ითხოვენ, ფილიპ კირკოროვს სახალხო არტისტის წოდება ჩამოართვან

ახალი სკანდალი რუსულ შოუ ბიზნესში - ინტერნეტ მომხმარებლები ფილიპ კირკოროვის წინააღმეგ პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ და მოითხოვენ, რომ მომღერალს სახალხო არტისტის წოდება ჩამოერთვას. პეტიციის შედგენის მიზეზი კირკოროვის ახალი კლიპი გახდა სიმღერაზე „განწყობის ფერი ლურჯია“. ხელმოწერბის შეგროვების შემდეგ მის გადაგზავნას აპირებენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის და კულტურის მინისტრისთვის ვლადიმერ მედინსკომისთვის.

როგორც პეტიციაშია ნათქვამი, კლიპის შინაარსი საზოგადოებისთვის მიუღებელია, რადგან მასში ალკოჰოლისა და თამბაქოს მომხმარებელი მოზარდები არიან კადრებში და ეს ცუდი მაგალითია არასრულწლოვანთათვის. სიმღერაში ასევე გამოყენებულია უცენზურო ლექსიკა, რაც სახალხო არტისტის წოდების მქონე ადამიანისთვის საკმაოდ შეუფერებელი საქციელია. პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ ცნობადი სახე ყველა თაობისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს მორალური თვალსაზრისით და მაღალ ღირებულებებზე უნდა საუბრობდეს.

A post shared by Super (@super.ru) on

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100